მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და საინიციატივო ჯგუფებთან მერის შეხვედრები დღეს დასრულდა

8 სექტემბერი, 2023

მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და საინიციატივო ჯგუფებთან მერის შეხვედრები დღეს დასრულდა.

შეხვედრა ადგილობრივების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით ქალაქსა და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

ხაბუმეს,ზუმის, მუხურის,ნაფიჩხოვოს, ჭოღას, თაიას მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრაზე პრიორიტეტად სოფლის ცენტრში სკვერების, ადმინისტრაციული შენობების ფასადების რეაბილიტაცია, გარე განათების, წყალმომარაგების სისტემის და საგზაო ინფრასტრუქტურის, ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა დაასახელეს. ქალაქში კი მოსახლეობამ საკანალიზაციო სისტემის, შიდა საუბნო გზების, ფეხბურთის მოედნის, გარახის უბანში წყალმომარაგების სისტემის, ნაპირსამაგრი ჯებირისა და სანიაღვრე არხების მოწყობა ითხოვა.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მათთან ერთად იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე და დასახეს სამომავლო გეგმა. დათო გოგუამ სამომავლო გეგმებთან ერთად ადგილობრივებს განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში ჩააბარა.

მერი ასევე გაეცნო სხვადასხვა საკითხზე ადგილობრივების იდეებსა და ინიციატივებს და მოსახლეობას მათ განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

მერის შეხვედრები მოსახლეობასთან მერის წარმომადგენლების, ასევე, სოფლებში არსებული საინიციატივო ჯგუფების ორგანიზებით, მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კავშირისა და მეტი გამჭვირვალობის მიზნით გაიმართა.

 

გააზიარე