მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

13 თებერვალი, 2024

მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა. დათო გოგუამ ადგილობრივების განცხადებები განიხილა და შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება დაავალა.

განცხადებები ძირითადად ჯანდაცვის, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა. შეგახსენებთ,რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეებია სამშაბათი და პარასკევი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ის მოქალაქეებს ყოველდღიურად ღებულობს.

 

გააზიარე