მუნიციპალიტეტის მერმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სოფლის მერნეობის განვითარებისა და ა(ა)იპ სასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართება. შეხვედრები თებერვლიდან დაიწყება. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 446 000 ლარი დაიხარჯება. შეხვედრაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწყებულ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრმაზე, ასევე სახელმწიფო და მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.