მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

15 ნოემბერი, 2017

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 12 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 500 000 ლარი გამოიყო , აღნიშნული თანხის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელების, სანიაღვრე არხების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სოფელ ხაბუმეში,(ჯუმითის უბანში) სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. ,თენგო +“. სამუშაოების შესასრულებლად 80 000 ლარია გათვალისწინებული. ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ მუხურში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დაათვალიერა.

 

გააზიარე