მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის მოადგილე ვალერ თოდუასთან ერთად მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

7 ივნისი, 2024

მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის მოადგილე ვალერ თოდუასთან ერთად მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მოქალაქეებმა მერთან საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. დათო გოგუამ ადგილობრივების საჭიროებები დეტალურად მოისმინა და საკითხების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. განცხადებები ძირითადად სოციალურ, გარე განათებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებს შეეხებოდა. შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეებია სამშაბათი და პარასკევი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ის მოქალაქეებს ყოველდღიურად ღებულობს.

გააზიარე