მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

13 ივნისი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვერდაზე აღინიშნა, რომ „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (ISWM II)” ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა გადაეცა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა 170 ცალი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და ურნები, ხოლო მუნიციპალიტეტმა - 1 ერთეული 7 მ³, 1 ერთეული 13 მ³ მანქანა და ერთი ერთეული პიკაპის ტიპის სპეც ტექნიკა მიიღო. შეხვედრაზე დაანონსდა ასევე დასუფთავების აქცია, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 19 ივნისს გაიმართება. შეხვედარაზე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ადმინისტრაციულ ერთეულებში ივლისის თვიდან დაიწყება.

გააზიარე