მუნიციპალიტეტის მერიაში CENN-ის ინიციატივით სემინარი გაიმართა
შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარედგინათ მუხურის ქალთა საბჭოს მიერ CENN-ის მხარდაჭერით, ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური გამოყენების გზით შემოსავლის ზრდის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ადგილობრივი ინიციატივები.
სემინარს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილეები, მერიის ტურიზმის განყოფილების, საკრებულოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ორგანიზებულია CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, ,,ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის’’ პროექტის ფარგლებში.