მუნიციპალიტეტის მერი სოფელ კირცხში, საჯიქიოსა და ნაშელუს უბნის მოსახლეობას შეხვდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ კირცხში, საჯიქიოსა და ნაშელუს უბნის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით, გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადებულია და უახლოეს პერიოდში ასფალტის საფარი საჯიქიოსა და ნაშელუს უბნებში დაიგება. დაიგეგმა ასევე ჭითანავებისა და საადონიოს უბნებში გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას გზის რეაბილიტაციის ორივე პროექტი გააცნეს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი და მერის პირველი მოადგილე ლესიჭინეს, რუსთაველის უბნის მოსახლეობასაც შეხვდნენ. აღნიშნულ უბანში ასფალტირებული გზის რეაბილიტაციაზე პროექტი მომზადებულია. ტენდერი 2024 წელს გამოცხადდება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გზის რეაბილიტაცია ხორციელდება ისეთ სოფლებსა და უბნებში, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გარდა ცენტრალურისა, აქტიურად ეწყობა შიდა საუბნო გზები. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და უბანში საგზაო ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მოეწყობა.