მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ჭოღაში, საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭოღაში, საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნული პროექტი მეორე ჭოღაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს. ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობამდე აქ მოსახლეობა ბონდის ხიდით სარგებლობდა და გადაადგილება მხოლოდ ქვეითად იყო შესაძლებელი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ ჭოღაში სანიაღვრე არხიც მოეწყობა.