მუნიციპალიტეტის მერი სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერებს შეხვდა

26 სექტემბერი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერებს, გესენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტმენტის პროფესორებს, აზერბაიჯანის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა და ისტორიული მუზეუმის ბუნების განყოფილების ხელმძღვანელი იგორ ფიჩხაია ესწრებოდნენ.

შეხვედრის ძირითად მიზანს რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენა და მერისთვის გეო პარკის შექმნის არსისა და მიზნების გაცნობა წარმოადგენდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში დაგეგმილია გეო პარკის შექმნა, რაც ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების განვითარებას, სხვადასხვა ტურისტული სერვისის შექმნას ითვალისწინებს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე რეგიონში სხვადასხვა ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. გაეცნენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის სტუმრებმა ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.

 

გააზიარე