მუნიციპალიტეტის მერი საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

13 ნოემბერი, 2017

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ასოციაცია ,,ათინათი“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ ,რომელიც დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ქალთა თანასწორობას,მათ ეკონომიკურ და სამოქალაქო გააქტიურებას, სოფლებში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.ამ მიზნით ხაბუმესა და მუხურში ფუნქციონირებს ქალთა საინიციატივო ჯგუფები,რომლებიც მუშაობენ სოფლის პრობლემატური საკითხების მოგვარებაზე. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოფლებში მნიშვნელოვანი პრობლემის გამოსავლენად ჩაატარეს მოკვლევითი სამუშაოები,მათ მიერ გამოვლინდა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები სამიზნე სოფლების მიხედვით. ძირითადად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: საპირფარეშოს, სახიდე გადასასვლელის, სკვერისა და სტადიონის მოწყობა. ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა, გამოვლენილი პრობლემების მოგვარების მიზნით, მოამზადეს პრეზენტაციები, რომელიც შეხვედრაზე წარმოადგინეს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, პროექტის ფარგლებში გამოვლენილი სოფლის მწვავე პრობლემების მოგვარებისთვის, 2018 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გათვალისწინება სთხოვეს.  შეხვედრას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო და საინიციატივო ჯგუფის წევრებს გამოვლენილი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

გააზიარე