მუნიციპალიტეტიდან 5 ახალგაზრდა დანიის სამეფოში გაემგზავრება
დღეს მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ეროვნული პროგრამების დირექტორი მაკა სართანია პროექტ ,,ახალგაზრდა დიპლომატები მშვიდობისა და დიალოგისთვის“ ფარგლებში ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს და მათ მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე დანიის სამეფოში გამგზავრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია. მუნიციპალიტეტიდან შეიჩა 5 აქტიური ახალგაზრდა, რომელიც დანიის სამეფოში, ახალგაზრდულ ბანაკში, ერთი კვირით გაემგზავრება, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მუშაობის პროცესს. ბანაკში ასევე წარმოდგენილი იქნებიან უკრაინელი და დანიელი ახალგაზრდები. პროექტის მიზანია მშვიდობის,დიალოგისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის გავრცელება და პოპულარიზაცია. პროექტი დაფინანსებულია დანიური ფონდის CISU-ს მიერ, მას საქართველოში დანიური ორგანიცაცია - ,,Crossing Bordors”-ის პარტნიორობით მშვიდობისა და განვითარების აკადემია ახორციელებს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.