მუნიციპალიტეტი უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებს
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერიის სტრუქტურული ერთეულების და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირზე უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. სამუშაო თათბირს ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კობა ჯიქია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჰუმანიტარული ტვირთის მიმღები პუნქტი გახსნილი იქნება შემდეგ მისამართზე: ქალაქი ჩხოროწყუ. დავით აღმაშენებლის ქუჩა#1. (მერიის შენობა.) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა აქციაში შესაძლებლობების ფარგლებში ჩართვისკენ მოუწოდეს საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ასევე, უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობის დახმარებით იქნება უზრუნველვყოფილი.
გთხოვთ, აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის დარეკოთ:
ჩხოროწყუს მერია -599 856 577
უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უწევს. ჰუმანიტარულ დახმარებას რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტი გაგზავნის.