მუნციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დღეს მუნციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, აღნიშნული ა(ა)იპ-ების საჭიროებებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწყებულ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრმაზე, რომლის ფარგლებშიც ჩხოროწყუში დამატებითი ვაკანსიები გამოცხადდება. საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. 15 დეკემბრიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ ვაკანსიები გამოცხადდება ეტაპობრივად, რომელიც განთავსდება publicwork.moh.gov.ge -ზე. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს. პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე სამომავლო გეგმები და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.