მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია

27 May, 2020

ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრის კეთილმოწყობის მესამე ეტაპის ფარგლებში მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი 191 443 ლარით აფინანსებს. სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივლისს დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ადგილზე გაეცნენ.

 

 

 

გააზიარე