მოქალაქეთა მორიგი მიღება მერთან
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. დათო გოგუა ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო, რომელიც ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს შეეხებოდა. მერმა მოქალაქეთა გაცხადებები განიხილა და შესაბამის სამსახურებს თითოეული საკითხის დროული გადაჭრა დაავალა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეები სამშაბათი და პარასკევია, თუმცა ინდივიდუალური მიღება, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღე იმართება.