მინისტრის მოადგილე ხაბუმის სკოლაში

28 იანვარი, 2019

სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურს ცენტრსაც ეწვია და მის წარმომადგენლებს შეხვდა. მიმდინარე წელს, სამეგრელოს რეგიონში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს 20-ზე მეტ საჯარო სკოლაში განახორციელებს. პროექტი მოიცავს როგორც სამშენებლო, ისე გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტების ნაწილი პროცესშია, ნაწილი უახლოეს პერიოდში დაიწყება. მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ბესიკ ესებუსთან, მერის მოადგილეთან გოჩა ჩიქოვანთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსთთნ ლია ჯალაღონიასთან ერთად სოფელ ხაბუმეში სკოლის მატერიალური ბაზა პირადად დაათვალიერა.

გააზიარე