მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. დათო გოგუამ თითოეული მოქალაქის საკითხი განიხილა და შესაძლებლობების ფარგლებში, მათი გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაავალა. სამშაბათი და პარასკევი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელთან მოქალაქეთა მიღების დღეებია, თუმცა , საჭიროების შემთხვევაში, დათო გოგუა მოქალაქეებს ყოველდღე ღებულობს.