მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

18 April, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. მერი გაეცნო ადგილობრივების საჭიროებებს და მათი გაცხადებები დეტალურად განიხილა. განცხადებები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის, სოციალურ და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. დათო გოგუამ მოქალაქეებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება აღუთქვა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეები , ყოველი კვირის სამშაბათი და პარასკევია, თუმცა მერი , სჭიროების შემთხვევაში, მათ ყოველდღე ღებულობს.

გააზიარე