მერმა სპორტსმენებს მორიგი გამარჯვება მიულოცა

3 April, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ა(ა)იპ ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორ რამაზ კოხიას, მთავარ მწვრთნელ მასწავლებელ გერონტი მამფორიას , ნორჩ კარატისტებს , მშობლებს შეხვდნენ და საერთაშორისო ტურნირში მიღწეული წარმატება მიულოცეს . დათო გოგუა სპორტსმენების საჭიროებებს, მათ სამომავლო გეგმებს გაეცნო და კარატისტებს მხარდაჭერა აღუთქვა. 23 -24 მარტს ქალაქ თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ,,OPEN TBILISI -2019” ,რომელშიც 10 ქვეყნის 700-ზე მეტ სპორტსმენთან ერთად ჩხოროწყუს სასპორტი სკოლის კარატისტები მონაწილეობდნენ. ჩხოროწყუელმა კარატისტებმა ტურნირში 2 პირველი, 3 მეორე და 4 მესამე ადგილები დაიკავეს. შეჯიბრება წლოვანებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენებს გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს მათ.

გააზიარე