მერმა სოფელ ხაბუმეში ხიდის სამშენებლო სამუშოები დაათვალიერა

10 April, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ხაბუმეში საავტომობილო ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათავლიერეს. ჟუღუს უბანში, მდინარე ოჩხომურზე, ჭოღასა და ხაბუმეს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,თენგო+“ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 148 000 ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 500 000 ლარი გამოიყო . აღნიშნული თანხა მიმართულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახიდე გადასასვლელების, სანიაღვრე არხების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

გააზიარე