მერმა შეხვედრა თაიაში, ზუმში, მუხურსა და ნაფიჩხოვოში გამართა

14 მარტი, 2018

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ზუმში, თაიაში, მუხურსა და ნაფიჩხოვოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო. მოსახლეობამ სოფლებში პრიორიტეტად გზების, სანიაღვრე არხების, ხიდ–ბოგირების, ნაპირსამაგრი ჯებირების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა დაასახელა. მოსახლეობამ ,ასევე, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალზე ისაუბრა და მის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიიღო. მავნებელთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მათ მერისგან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს დავით გახარიასა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროს გია ცირამუასგან ამომწურავი პასუხი მიიღეს. დათო გოგუამ ადგილობრივებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და მათ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრა მერის მრჩეველთა საბჭოს ინიციატივითა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების, ასევე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატების ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე