მერმა სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. მერმა სამსახურის უფროსებთან ერთად , მუნიციპალიტეტში, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმდინარეობა, ასევე სხვა მიმდინარე და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები განიხილა, გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დათო გოგუამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ყველა პრობლემურ საკითხზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ზომების მიღება დაავალა.