მერმა მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა

3 აგვისტო, 2018

სოფელ ლესიჭინეში მიმდინარე საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. აღნიშნულ სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი გაეცნენ. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. ცენტრი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმდებიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც, ელექტრონული მმართველობის საშუალებით, გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს. ცენტრში, ასევე, განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისი. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.

გააზიარე