მერმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის საკლასო ოთახებში განახლება ახლადაშენებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ სოფელ ხაბუმეს N3 საჯარო სკოლში მიულოცა
,,ხაბუმეს N3 საჯარო სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს მძიმე პირობებში უწევდათ სწავლა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ავარიული შენობის დემონტაჟი. დღეიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებაა. ამ მიმართულებით ჩვენ მუნიციპალიტეტში ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ საჯარო სკოლებს, ასევე ვგეგმავთ ახალი სკოლების მშენებლობას“ -განაცხადა დათო გოგუამ.
ხაბუმეს N3 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი 60 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში ფუნქციონირებს 8 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სასადილო ოთახი, სამედიცინო ოთახი, სამასწავლებლო, საპირფარეშოები. სკოლა სრულად აღჭურვილია ახალი ინვენტარით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლაში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის ღია სტადიონი. გარე ტერიტორიის ნაწილი მოპირკეთებულია ასფალტბეტონის საფარით. გარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ბეტონის საძირკველზე მოწყობილი ლითონის ღობით. პროექტის ღირებულება 1 214 000 ლარია.
სკოლაში სწავლა დაწყებით და საბაზო საფეხურზე ხორციელდება. ხაბუმეს N3 საჯარო სკოლა აშენდა 1916 წელს აგებული ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობის ბაზაზე. აღნიშნული სკოლა ზუგდიდის მაზრაში პირველი ქართულენოვანი სასწავლებელი იყო.