მერმა მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

5 April, 2024

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მოქალაქეებმა მერთან საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებზე ღიად ისაუბრეს. დათო გოგუამ ადგილობრივების საჭიროებები დეტალურად მოისმინა და საკითხების გადაჭრის გზებზე, პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა. მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.   განცხადებები ძირითადად სოციალურ, გარე განათებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებს შეეხებოდა. შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეებია სამშაბათი და პარასკევი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ის მოქალაქეებს ყოველდღიურად ღებულობს.

 

გააზიარე