მერმა მაშველ - მეხანძრეებს პროფესიული დღე მიულოცა.

12 ივნისი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ესტუმრნენ და მაშველ-მეხანძრეებს პროფესიული დღე მიულოცეს. ,,თქვენი პროფესია არის უაღრესად რთული და საპასუხისმგებლო. თქვენ, ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უამრავი ადამიანი გადაგირჩენიათ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროფესიონალიზმისა და ყოველი რთული დღისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლასა და წარმატებებს!“ -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა მეხანძრეებთან შეხვედრისას.

 

 

გააზიარე