მერმა ჩხოროწყუელ სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა

13 May, 2023

მერმა ჩხოროწყუელ სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.

ბულგარეთში გამართულ XIII ევროპის პირველობაზე შოტოკან კარატეში ,საქართველოს ნაკრებში წარმოდგენილმა ჩხოროწყუელმა კარატისტებმა ლიკა ფირცხელავამ და ცოტნე სორდიამ ინდივიდუალურ გამოსვლებში პირველი ადგილი დაიკავეს, 5 ოქროს მედალი მოიპოვეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ჩხოროწყუელ სპორტსმენებს და მწვრთნელ გერონტი მამფორიას მიღწეული წარმატება მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს მათ.

 

გააზიარე