მერმა ბაღების აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცა

16 სექტემბერი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომერე ბესიკ ესებუა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და აღსაზრდელებს,მშობლებსა და აღმზრდელებს სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცეს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირდა 15 საბავშვო ბაღი. ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძლდება,რის გამოც 14 საღმზრდელო დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. საბავშვო ბაღებში საჭიროების მიხედვით იცვლება სახურავი, კარ -ფანჯრები, იატაკი, ტარდება კოსმეტიკური სამუშაოები, ეწყობა ფასადები და სველი წერტილები. სამუშაოებს რეგ.განვითარების ფონდი 700 000 ლარით აფინანსებს. სააღმზრდელო პროცესი დღეს 19 საბავშვო ბაღში დაიწყო.

 

გააზიარე