მერმა 9 წლის გიორგი ბერიას ეტლი გადასცა

19 ივლისი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა მერის წრმომადგენელ გიგლა ყალიჩავასთან ერთად სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მცხოვრებ ზვიად ბერიას სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ. მერმა ზვიად ბერიას 9 წლის შშმ შვილს ეტლი გადასცა და ოჯახის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ასევე, მერიაში მოქმედი ,,შშმ პირების სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიხედვით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 24 შშმ პირს ხელჯოხი, ყურსასმენი აპარატი და ეტლი გადაეცა.

გააზიარე