მერის წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა

28 იანვარი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დღეს მორიგი შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და მათგან თითოეული სოფლის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დავით გახარია. მერმა ვრცლად ისაუბრა განახლებულ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე“ . მოსახლეობის ჩართულობის, სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს ხვალიდან გამართავენ. პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. შეხვედრაზე საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა დავით გახარიამ ვრცლად ისაუბრა კენკროვანი კულტურების პოპულარიზაციაზე, თხილის პლანტაციის მოვლა-მოყვანის თაობაზე და სოფლის ხელმძღვანელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებზე. თათბირზე სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.

გააზიარე