მერის წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გაიმართა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა. თათბირს მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია ესწრებოდნენ. თათბირზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადება. პროექტების განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება. თათბირზე განიხილეს ასევე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმდინარეობა და გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების საკითხები.