მერიაში ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა გენდერის საკითხებში კოკა მებონიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის თანამშრომლები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. კოკა მებონიამ შეხვედრაზე ოჯახში ძალადობაზე, რეგულაციებზე , ასევე, გენდერულ ძალადობასა და პრევენციის თემაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში,მათ დასვეს შეკითხვები და აღნიშნულ თემებზე სხვადასხვა მაგალითები განიხილეს. შეხვედრა პროექტ ,,გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს. შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან სისტემატურად იმართება.