მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ღია კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვა შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე WWW.HR.GOV.GE-ზე. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 01 აპრილი.
- შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი