მერიამ ერთი ერთეული სპეცტექნიკა - ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა

22 ივნისი, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი ერთეული სპეცტექნიკა - ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.  2023 წელს გამოშვებული მრავალფუნქციური ტრაქტორი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 000 ლარად შეისყიდა. ექსკავატორ-დამტვირთველი სარგებლობაში ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრს გადაეცემა. ახალი მრავალფუნქციური ტრაქტორი, საჭიროებისამებრ, მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

გააზიარე