მერი სახელოვნებო სკოლაში საჭიროებებს გაეცნო

5 April, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კულტურისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრში, მერიის მხარდაჭერით სახელოვნებო სკოლა 2023 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს. სკოლაში მოსწავლეები ხატვას, ფერწერას, ჭედურ ხელოვნებას, ხატწერას, ტიხრულ მინანქარსა და ოქრომჭედლობას სწავლობენ. სახელოვნებო სკოლის პედაგოგები, ხელოვანები – შალვა გერაძე და ალიკა წურწუმია არიან. სახელოვნები სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. . სკოლაში ხელოვნების სხვადასხვა დარგს 13-18 წლამდე მოსწავლეები ეუფლებიან. სკოლაში 35 მოსწავლე ირიცხება.

 

გააზიარე