მერი საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

10 ოქტომბერი, 2019

მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა მოადგილეებთან ერთად სოფელ ლესიჭინეში, საბავშვო ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულ შენობაში ჩასახლებულ დევნილებს საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა პრობლემას უქმნიდა, მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, აღნიშნული საკითხი მოგვარდა. მოეწყო ჭები, გაკეთდა საკანალიზაციო ქსელი და რამდენიმეშრიანი სეპტიკი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით სამუშაოებს შ.პ.ს. ,,სანტექსერვისი“ ახორციელებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. იდენტური პრობლემა აწუხებთ ასევე ყოფილ ინტერნატის შენობაში მცხოვრებ დევნილებს. საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია აქაც უახლოეს დღეებში ჩატარდება.

გააზიარე