მერი საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

4 სექტემბერი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მალანიამ მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება. საჭიროების მიხედვით იცვლება სახურავი, კარ -ფანჯრები, იატაკი, ტარდება კოსმეტიკური სამუშაოები, ეწყობა ფასადები და სველი წერტილები. სამუშაოებს რეგ.განვითარების ფონდი 700 000 ლარით აფინანსებს. სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

გააზიარე