მერი ოცინდალეს მონასტერში წირვას დაესწრო

6 May, 2019

დღეს, 6 მაისს, გიორგობასთან დაკავშირებით, სოფელ თაიაში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში წირვა–ლოცვა მამა ალექსანდრემ (თოლორდავა) მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. წირვას, მრევლთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი დაესწრნენ. წირვის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

გააზიარე