მერი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

2 May, 2019

მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა დღეს ჯანდაცვის ცენტრის უფროს ნინო ჯომიდავას და უბნის ექიმებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია, სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ დემურია და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს უბნის ექიმებმა გააცნეს ინფორმაცია ტუბერკულოზის, შიდსის და C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამის მიმდინარეობასა და წწყ-ს არაგეგმიურ ვაქცინაციაზე. ნინო ჯომიდავამ აუდიტორიას გააცნო საკოორდინაციო მართვის ცენტრის მითითებები, რომელიც მიწოდებული იყო ტოქსიკოლოგის და ფიტოთერაპევტის მიერ. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სხვა მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს.

გააზიარე