მერი იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს გაეცნო
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ჩხოროწყუში, ყოფილი საბავშვო ბაღისა და ყოფილი ინტერნატის შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებსა და პრობლემემს ადგილზე გაეცნენ. დევნილებმა მერს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, კონკრეტულად, მილების გამოცვლა და ჭის ამოწმენდა, დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია სთხოვეს. ყოფილი ინტერნატის შენობაში მცხოვრებლებმა ასევე ,შენობასთან არსებული ავარიული კორპუსის, ყოფილი სპორტდარბაზის დემონტაჟი ითხოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს პრობლემური ადგილები და დევნილებს, კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.