მერი დათო გოგუა სოფელ ლეწურწუმეში "თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის" მიმდინარეობას გაეცნო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ლეწურწუმეში "თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის" მიმდინარეობას გაეცნო. პროგრამის ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია გაიცემა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად. პროგრამაში რეგისტრაცია ხორციელდება 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ხოლო ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო. თუ ბენეფიციარის მიერ 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით "თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში დარიცხული სუბსიდიის ქულები არ იქნება გამოყენებული, ავტომატურად მოხდება ანგარიშზე არსებული აუთვისებელი ქულების ანულირება.