მერი დათო გოგუა დღეს შპს ჩხოროწყუს ,,სამეგრელოს“ წარმომადგენლებსა და ,,სამეგრელოს’’ მწვრთნელს შეხვდა

14 მარტი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დღეს შპს ჩხოროწყუს ,,სამეგრელოს“ წარმომადგენლებსა და ,,სამეგრელოს’’ მწვრთნელს, პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე შპს-ში არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.დათო გოგუამ გაწეული შრომისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს და სასპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, მომავალი თანამშრომლობისთვისაც მზაობა გამოთქვა. ჩხოროწყუს ,,სამეგრელო“ ლიგა 2-ში ასპარეზობს. ის 2024 წლის პირველ შეხვედრას 30 მარტს ახალციხის ,,ზარზმასთან“ გამართავს. გარდა ქალთა საფეხბურთო გუნდისა, შპს სამეგრელოში ფუნქციონირებს ასევე ბავშვთა ფეხბურთის უფასო ასაკობრივი ჯგუფები, რომელშიც 160 მოწავლე ირიცხება.

 

გააზიარე