მერი ჩხოროწყუს უფასო სასადილოში ბენეფიციარებსა და სასადილოს თანამშრომლებს შეხვდა

29 მარტი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამსახურის უფროსი კახა შელია დღეს ჩხოროწყუს უფასო სასადილოში ბენეფიციარებსა და სასადილოს თანამშრომლებს შეხვდნენ. მერი სასადილოში არსებულ საჭიროებებს გაეცნო, ბენეფიციარებს გაესაუბრა და პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა. სასადილოს 35 ბენეფიციარი ჰყავს. ბენეფიციარები სასადილოს მომსახურებით ყოველდღიურად სარგებლობენ. ბენეფიციართა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.

გააზიარე