მასტერ ლიგის შესარჩევი ეტაპი დასრულდა
დასრულდა მასტერ ლიგის ,,Master League 7X7“ ფეხბურთის გათამაშება. ტურნირი მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის,ფეხბურთის განვითარების ფონდის , მასტერ ლიგის ასოციაციის ორგანიზებით და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა. პირველი ტური ოლიმპიური სისტემით ჩატარდა, ჩამოყალიბდა 3 გუნდიანი ქვეჯგუფი,სადაც გამარჯვებულის გამოვლენა წრიული სისტემით განხორციელდა. ქვეჯგუფის გამარჯვებული - ქალაქ ჩხოროწყუს გუნდი მონაწილეობას მიიღებს სამეგრელოს რეგიონის პირველობაზე, რომელიც გაიმართება ოლიმპიური სისტემით, რეგიონის გამარჯვებული გუნდი კი საქართველოს სხვა რეგიონების ჩემპიონებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ,, ,,master cup "–ის ფინალურ ეტაპზე. დაგროვილი ქულების მიერ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველ ადგილზე ქ.ჩხოროწყუს გუნდი.მეორე ადგილზე გუნდი ,,Toba",მესამე ადგილზე სოფელ ხაბუმეს გუნდი.გამარჯვებულ სამეულს გადაეცათ მასტერ ლიგის დიპლომები და ბურთები. გამარჯვებულები მერის მოადგილე ვალერი თოდუამ დააჯილდოვა. მასტერ ლიგის გათამაშება ემსახურება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას ,ფეხბურთის პოპულარიზაციას.