მასობრივი ოლიმპიური გარბენი

20 ივნისი, 2019

დღეს სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ოლიმპიური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი მასობრივი გარბენი. გარბენში მონაწილეობა მიიღო 100 მდე მონაწილემ. ღონისძიებაში ჩაერთნენ ასევე მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. ღონისძიებას რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან ლატარია ესწრებოდა ,რომელმაც გარბენში მონაწილეებს 35 მაისური , ვაჟთა კატეგორიაში გამარჯვებულებს 3 თასი გადასცა. ასევე მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა დააჯილდოვა თასებით პირველ მეორე ადგილზე გასული გოგონები. გამოვლინდა ,,ყველაზე ნორჩი მონაწილე“ და ,,ახალგაზრდა ბებია“ ,რომლებსაც სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. ღონისძიება მიზნად ისახავდა საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღნიშვნას, სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას , მიმართული იყო ასევე ძალადობისა და მავნე ჩვევების წინააღმდეგ.

გააზიარე