მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების ორგანიზებითა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის მხარადაჭერით, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გულო ბაძაღუამ და დარბაზში მყოფ უხუცეს პედაგოგებს საჩუქრები გადასცეს.