ლიტერატურული კომპოზიცია – ,,მე აქ ვისწავლე მზერის დაწმენდა“ ჩატარდა

20 May, 2021

დღეს სოფელ კირცხში, პოეტისა და მთარგმნელის - აპოლონ ადონიას 90-ე წლისთავთან დაკავშირებით, ლიტერატურული კომპოზიცია – ,,მე აქ ვისწავლე მზერის დაწმენდა“ ჩატარდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს აპოლონ ადონიას საფლავი, პატივი მიაგეს მის ხსოვნას და პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრეს. ღონისძიებაში, რომელშიც ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, საფრანგეთიდან ჩაერთო ასევე პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემელი, პოეტი ზაალ ჯალაღონია. პოეტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მღვდელმა მიქაელ ლაგვილავამ გადაიხადა. ღონისძიება ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორ ნაირა ციმინტიას ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.

 

გააზიარე