ლესიჭინეს # 2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი ჩემპიონი გახდა

11 მარტი, 2019

10 მარტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის" ორგანიზებით საზეიმოდ გაიხსნა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონალური თამაშები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. შეჯიბრება ჩატარდა ბადმინტონის სახეობაში. გოგონათა შორის: პირველ ადგილზე გავიდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს #2 საჯარო სკოლა; მეორე ადგილზე - სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის საჯარო სკოლა; მესამე ადგილზე - ზუგდიდის პრინც მიურატის სახ. ქართულ-ფრანგული კოლეჯი. ვაჟებში პირველ ადგილზე გავიდა მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის საჯარო სკოლა; მეორე ადგილზე - ზუგდიდის პრინც მიურატის სახ. ქართულ-ფრანგული კოლეჯი; მესამე ადგილზე - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს # 2 საჯ. სკოლა.  გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის თასებითა და სიგელებით. რეგიონალურ ტურში მონაწილე ჩხოროწყუს საჯარო სკოლების გუნდები მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალური ფორმებითა და ტრანსპორტით უზრუნველყო. რეგიონალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები ზონალურში მიიღებენ მონაწილეობას.

გააზიარე