ლესიჭინე

ლესიჭინეს ადმინისტრაციული ერთეული
ლესიჭინე დიდი და უძველესი სოფელია, ის მდებარეობს მუნიციპალიტეტის სამხრეთ–დასავლეთით მდინარეების – ხობისწყლი, ოჩხომურის, ზანისა და ცივის სანაპიროებს შორის, ზღვის დონიდან 172 მეტრზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლები, ახუთი და ფოცხო, დასავლეთით – ხიბულა და კირცხი, ჩრდილოეთით ქვედა ჩხოროწყუ, სამხრეთით–ზანა. ფართობი 35,8 კვ.კმ–ია. მოსახლეობა 4400. ფუნქციონირებს 3 საჯარო სკოლა და 5 საბავშვო ბაღი. სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, პირველი მოსახლის სიჭინავას გვარის მიხედვით სოფელს ლესიჭინე დაერქვა. ლესიჭინეში გადის შუა სამეგრელოს ('შქასამარგალოში შარა"). იგი ქუთაისს გორდისა და ზუგდიდის გავლით სამურზაყანოს აკავშირებდა და სამეგრელოს ძირითად არტერიას წარმოადგენდა. ამ გზით ზუგდიდიდან ლესიჭინეს გავლით ქუთაისს ჩავიდა ხელმწიფე იმპერატორი ნიკოლოზ პავლეს ძე რომანოვი 1837 წელს. ლესიჭნეში ოჩხომურის უბანში მდებარეობს 19 საუკუნის წმინდა ბარბარეს ეკლესია.

 

 

საკონტაქტო ინფრომაცია:
მობ: 
 E-mail
სამუშაო გამოცდილება
 
  • ავთანდილ სიჭინავა – მობ: 579-35-10-37
  • ამირან სიჭნავა – მობ: 591-81-80-12


 

გააზიარე